აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია აკრედიტაცია მიანიჭოს კონკრეტულ საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომელიც შემუშავებულია ორგანიზაციის, საგანმანათლებლო დაწესებულების ან კომპანიის (მათ შორის იურიდიული ფირმა) მიერ განგრძობადი იურდიული განათლების სისტემის ფარგლებში და აკმაყოფილებს აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილ სწავლების სტანდარტებს. საგანმანათლებლო ღონისძიების აკრედიტაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებზე.